Lyrics

მე, როგორც ბგერა, ველი შენს სიტყვას
მე, როგორც მტვერი, ველი შენს სუნთქვას
როგორც ხმაური, შენს დამშვიდებას
ცუდი სიზმრიდან გამოღვიძებას
ყველაში გეძებ, სადა ხარ?
თითქოს თან ხარ და არა ხარ
მე ყველაფრისთვის მზადა ვარ, სადა ხარ?
ყველაში გეძებ, სადა ხარ?
თითქოს თან ხარ და არა ხარ
მე ყველაფრისთვის მზადა ვარ, სადა ხარ?
სადა ხარ? სად მოგზაურობ? სადა ხარ? სად იმალები?
გამოდი, გამოანათე, გახსენი გულის კარები
მე, როგორც ბგერა, ველი შენს სიტყვას
მე, როგორც მტვერი, ველი შენს სუნთქვას
როგორც ხმაური შენს დამშვიდებას
ცუდი სიზმრიდან გამოღვიძებას
შენსკენ მომავალ ყველა გზას, ყველა ქუჩას ბოლო არ უჩანს, ბოლო არ უჩანს
დაკარგულ მზერას დაისაკუთრებს ვიღაც
მაინც შეგამჩნევ წყვდიადის მიღმაც, წყვდიადის მიღმაც
შენსკენ მომავალ ყველა გზას, ყველა ქუჩას ბოლო არ უჩანს
Written by: Erekle Deisadze, Temo Ezugbaia
instagramSharePathic_arrow_out