Music Video

Lexseni - Shamaskhdebian / ლექსსენი - შამასხდებიან(ფანდური ზურა მირზიაშვილი)
Watch Lexseni - Shamaskhdebian / ლექსსენი - შამასხდებიან(ფანდური ზურა მირზიაშვილი) on YouTube

Featured In

Credits

PERFORMING ARTISTS
ლექს-სენი
Performer
ლექსო ქავთარაძე
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
ლექსო ქავთარაძე
Songwriter
PRODUCTION & ENGINEERING
ლექს-სენი
Producer

Lyrics

Მოიდა მთიული, აგრაი თუ არა
Მაგარი ბალღი ხარ შენა ეეე
Საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ
Სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
Მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
Შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხტომა
Თუ სამეგობროდ მოხვედი
Მაშინ დაგხვდები მოყვრად
Თუ არა ძველი ფარხმალი
Წელზე დაგრჩება ოხრად
Ადამიანი ფასობს
Თავის სიტყვით და ქცევით
Ფეხზე თუ დგახარ კაცობ
Ძირს ნუღარ დაეცემი
Რა-გინდა ბედმა მიმტყუვნოს
Რა-გინდ ვარამმა მკბინოს
Კიდევ შავმღერნებ ერთხელა
Რომ გულმა მაილხინოს
Მემღერება და ვიმღერი
Გულზე მჭირს სამი იარა
Წარსულზე ფიქრი მაწუხებს
Აწმყოში არა ყრია რა
Მეკუთვნის მთელი ქვეყანა
Მთაში მთა, ბარად ბარია
Ზღვა და ხმელეთი ერთიან
Ცას _ ვარსკვლავების ჯარია
Ღმერთი რო კაცსა გააჩენს
Იქვე დაუწერს ბედს
Ზოგს მისცემს ბატონობას
Ზოგს კი დაუხრის ქედს
Ცოტა მაქვს, ცოტას ვჯერდები
Ბეჩავთაც გავუზიარებ
Სიკეთისათვის სიკეთეს
Არავის დავუგვიანებ
Დამისხი დამალევინეთ
Ეგ ღვინო ოხერ ტიალი
Ეგება წაღმა ვიფიქრო
Ბედის უკუღმა ტრიალი
Შამასხდებიან, ყორნები
Არ გაირევენ ძერასა
Კაცი ვერსაით წაუვა
Თავისა ბედისწერასა
Რა კარგი რამ ხარ ორაყო
Რომ არ იცოდე დათრობა
Დათრობის გულისთვინა გსომ
Თორო ვინ ოხერ შაგსობდა
Ნუ იტყვი კარგავ სტუმარო
Ნუ იტყვი წავალ წავალო
Თუ წახვალ თან წამიყვანე
Შენი ვარ განა სხვა ვარო
Როგორც აფრის ტკაცუნი
Მოვარდნილი ზღვიდან
Ისეთი ვაჟკაცური
Გაქროლება მინდა
Ოცნებაო ჩემო ძველო
Ვართ ღამეთა მთეველი
Კიდევ ბევრი სადღეგრძელო
Დაგვრჩა დაულეველი
Შამასხდებიან ყორნები
Არ გაირევენ ძერასა!
Კაცი ვერსაით წაუვა
Თავისა ბედისწერასა
Რა კარგი რამ ხარ ორაყო
Რომ არ იციდე დათრობა
Დათრობის გულისთვინა გსომ
Თორო ვინ ოხერ შაგსოვდა
Ნუ იტყვი კარგა სტუმარო
Ნუ იტყვი წავალ წავალო
Თუ წახვალ თან წამიყვანე
Შენი ვარ განა სხვა ვარო
Შამასხდებიან ყორნები
Არ გაირევენ ძერასა!
Კაცი ვერსაით წაუვა
Თავისა ბედისწერასა
Რა კარგი რამ ხარ ორაყო
Რომ არ იციდე დათრობა
Დათრობის გულისთვინა გსომ
Თორო ვინ ოხერ შაგსოვდა
Written by: ლექსო ქავთარაძე
instagramSharePathic_arrow_out