Lyrics

Გულმა გული როცა იცნო
Და სიმღერა დამებედა
Სიყვარულიც მაშინ ვიწამე
Იავნანამ დამაფიცა
Შენი მზე და შენი მიწა
Შენი მზე და შენი მიწა მე
Ისევ ტივი მეძახის და
Მერიქიფე ღვინოს მისხავს
Მეგობარო გული მივცეთ გულს
Გრიშაშვილის ხარფუხს ვნატრობ
Გოგლაურას სადღეგრძელოს
Ყარაჩოღლის ნამუსიან ქუდს
Გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო
Თეთრი მტრედი მომაგებე ციდან
Მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Ოქროს უბანს მოვივლი და
Მეიდანსაც ავამღერებ
Იეთიმ გურჯი დამიმშვენებს მხარს
Ორთაჭალის ბაღში შევალ
Მოვიგონებ წასულ ბიჭებს
Საიათნოვაც ააკვნესებს ქნარს
Გორგასალის მიმინოს და
Ქართლის დედას დაგილოცავ
Ზეციერო აგვარიდე ავს
Ნაღდ ძმაკაცს და ნაღდ ქალაქელს
Სულს მივცემ და გულს გაუყოფ
Ვანაცვალებ, ვანაცვალებ თავს
Გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო
Თეთრი მტრედი მომაგებე ციდან
Მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Გამარჯობა, გამარჯობა ჩემო თბილის-ქალაქო
Თეთრი მტრედი მომაგებე ციდან
Მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Მომენატრე ჩემო თბილის-ქალაქო
Შენს ქუჩებში ხეტიალი მინდა
Მომეფერე ჩემო თბილის-ქალაქო
Written by: მორის ფოცხიშვილი, ჯემალ სეფიაშვილი
instagramSharePathic_arrow_out