Lyrics

მიდი მიდი მალე მიდი სულ ერთია პანაშვიდი
არავის არ აგვცდება
გაგვახარე შენი ძმები მიდი მიდი გეხვეწები
თორე გული გასკდება
ბრძოლები და მოგებები ტიტულები წოდებები
ეს ისეთი რამეა
ელოდება მთელი ერი სოფლელი თუ ქალაქელი
დილაა თუ ღამეა
ჩვენო სიხარულოებო, ჩვენო სიყვარულებო
საქართველოს სიამაყე უშიშარო გულებო
შეხედე რა კაცია ნახე რა მამაცია
ნეტავ ასე ვინ დალოცა ეს პატარა ნაცია
საქართველო
მიდი მიდი მოვდივარ
ცხოვრება თამაშია
ჩამაწოდე გიბრუნებ
ძალა ერთობაშია
მიდი მიდი მოვდივარ
ბოლო ხმაზე ჩართული
გაიგონოს სულ ყველამ
მოწოდება ქართული
ქართლელებო კახელებო იმერლებო
რაჭველებო გურულებო სვანებო
მეგრელებო აფხაზებო ოსებო და
აჭარლებო ხევსურებო ფშავებო
ძმებო ჩვენი საქართველო დროა
უკვე ვასახელოთ გავახაროთ სოფელი
ჩქარა თორე გაფრინდება დაილევა
გათავდება წამი წუთი სოფელი
როცა ერთად ვიქნებით
ყველა კუთხის ქართველი
მხოლოდ მაშინ დაინთება
გამარჯვების სანთელი
ჩვენო სიხარულებო
ჩვენო ციკალულებო
საქართველოს სიამაყე
უშიშარო გულებო
საქართველო
მიდი მიდი მოვდივარ
ცხოვრება თამაშია
ჩამაწოდე გიბრუნებ
ძალა ერთობაშია
მიდი მიდი მოვდივარ
ბოლო ხმაზე ჩართული
ჩავუტაროთ მეზობლებს
გაკვეთილი ქართული
ნახე როგორ ერთდება
ნახე რალამაზია
ერთიან საქართველოში
ევროპა და აზია
სინდისი და ნამუსი
სიყვარული უფალის
ესეთია კანონები
ერი თავისუფალი
საქართველო
მიდი მიდი მოვდივარ
ცხოვრება თამაშია
ჩამაწოდე გიბრუნებ
ძალა ერთობაშია
მიდი მიდი მოვდივარ
ბოლო ხმაზე ჩართული
ჩავუტაროთ მეზობლებს
გაკვეთილი ქართული
Written by: გია ნიკოლაძე
instagramSharePathic_arrow_out