Featured In

Credits

PERFORMING ARTISTS
გოგი ცაბაძე
Performer
ვ. კიკაბიძე
Lead Vocals
COMPOSITION & LYRICS
გოგი ცაბაძე
Songwriter
მორის ფოცხიშვილი
Songwriter

Lyrics

Თბილისელ კაცს თბილისურად
Მიყვარს შენი უბნები
Სხვას არ ვეტყვი მიყვარხარო
Მარტო შენ გეუბნები
Გოგოლელის ქუჩელი ვარ
Მტკვარზე ფეხით გავდივარ
Გაუქმებულ აივნების
Სიმღერა და დარდი ვარ
Მოვკვდე როცა გაგცვალო
Ჩავქრე როგორც სანთელი
Ყველა შენ გენაცვალოს
Ერთგული ყრმის სახელით
Ყველა მთაწმინდელი და ყველა სოლოლაკელი
Დიღმელი და წყნეთელი, ვერელი და ვაკელი
Ერთადერთო, ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო
Ერთადერთო, ჩემო ღმერთო, თბილის ქალაქო
Სიზმრად ვნახე ძველი რიყე
Ჩუქურთმოვან მტევნებით
Ძველი ავლაბრელები და ძველი ხარფუხელები
Სიჭაბუკე მიბრუნდება
Ლახტის წრეში ვიჭრები
Სად არიან შენი ყოჩი, ქამრიანი ბიჭები
Მოვკვდე როცა გაგცვალო
Ჩავქრე როგორც სანთელი
Ყველა შენ გენაცვალოს
Ერთგული ყრმის სახელით
Ყველა ნახალოვკელი და სვანეთის უბნელი
Ამაყი და თავნება, ჭკვიანი და სულელი
Ერთადერთო, ჩემო ღმერთო, ჩემო თბილისო
Ერთადერთო, ჩემო ღმერთო, თბილის ქალაქო
Თბილის ქალაქო
Თბი-ლის ქა-ლა-ქო
Written by: გიორგი ცაბაძე, მორის ფოცხიშვილი
instagramSharePathic_arrow_out